აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ აქციას ხვალ სტუდენტური მსვლელობით შეუერთდებიან

გამოქვეყნდა:

სტუდენტები ხვალ, 29 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციას მსველობით შეუერთდებიან. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

"ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, წამალი უნდა მიეცეთ ბავშვებს", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, კვირაზე მეტია მშობლები მორიგეობით მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათენებენ. ისინი მანამდე არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ ქვეყანაში მედიკამენტ "ვოზორიდიტის" შემოტანა და დაფინანსება არ დაიწყება.

შაბათს, 29 აპრილს, 15:00 საათზე კანცელარიასთან მორიგი აქცია გაიმართება სახელწოდებით - "წამალი ბავშვებს!" 

ცნობისთვის, აქონდროპლაზია გენეტიკური დაავადებაა, როცა ბავშვის სხეული ასიმეტრიულად ვითარდება და ის დაახლოებით 25 ათასიდან ერთ შემთხვევაში ვლინდება. წამალი, რომელიც ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში არ შემოდის. მშობლები ამბობენ, რომ რომც შემოდიოდეს, დახმარების გარეშე, პირადი სახსრებით ვერ შეძლებენ მის შეძენას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი