რუსთავში, სავარაუდოდ, CO-თი ახალგაზრდა გარდაიცვალა. კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობლიდან დაგროვდა.
ადგილზე კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.