ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს

გამოქვეყნდა:

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით,  ორი ადამიანი, რომელიც ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, უარს აცხადებს მკურნალობაზე. [ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს].მათ პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. ჯამში ძაღლმა მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 22-მდე ადამიანს უკბინა. პირველი აცრა ყველა მათგანს ჩაუტარდა. თავად ძაღლის სიკვდილის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, დღეს კი გაირკვა, რომ მას ცოფი დაუდასტურდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი