ომში მყოფი უკრაინის დედაქალაქში ბოლო ორი დღის განმავლობაში განგაში ორჯერ გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადზე მეტია უკრაინა რუკაზე გაწითლებულია, მოქალაქეები მაინც ინარჩუნებენ სიმშვიდესა და ბრძოლისუნარიანობას.
ხალხი გამარჯვებაში დარწმუნებული, თუმცა უკრაინელებისთვის გაუგებარია ქართული მხარის პოზიცია, რატომ ინარჩუნებს ოცნების ხელისუფლება დუმილს რუსულ აგრესიაზე.
პარალელურად, კიევში იმყოფებიან ქართველი მომღერლები. ნინო ქათამაძე და ნატალია ნაყოფია უკრაინელების მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ.
კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინის სამხედრო ძალებს მოხმარდება იმისათვის, რომ მათ საჭირო შეიარაღება შეიძინონ.