თბილისში საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკი გაიხსნა. პროექტი კიევის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ლისი დეველოპმენტის მხარდაჭერით განხორციელდა. სკვერი ლისის პარკში მოეწყო, სადაც ღონისძიება "ჩერვონა კალინა" იმართება, პარკში ფესტივალის ორგანიზატორები უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სახელზე კიევიდან ჩამოტანილ ნერგებს რგავენ. ფესტივალი თბილისში კიდევ ორი დღე გაიმართება.
ფესტივალ "ჩერვონა კალინას" ფარგლებში დღეს ბუღაძის გალერეაში 3 საათზე დაგეგმილია უკრაინაში მებრძოლი ქართველების პორტრეტების გამოფენა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი