მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინია გამოცხადებული. უკიდურესი ზომები მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მიუსაფარ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა და მოკვდა. დაკვირვების ქვეშ ახლა 22 ადამიანია. საშიშ ზონაში ჩატარდება ცხოველების ვაქცინაცია. აცრილი ცხოველები კი იზოლაციაში 60 დღე უნდა დარჩნენ. კარანტინის მოქმედების დროს მომატებული რისკების გამო იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც.
რეგიონში მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე და მისი მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ავტორი: ემა გოგოხია