"არ გაპატიებთ დედების ცრემლებს", "წამალი ბავშვებს" - სტუდენტები მსვლელობისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

"არ გაპატიებთ დედების ცრემლებს", "წამალი ბავშვებს" - ამ შინაარსის წარწერებიანი ბანერებით, ახალგაზრდები რუსთაველის მეტროსთან იმყოფებიან და მსვლელობისთვის ემზადებიან. 

სტუდენტები აქონდროლპაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედებს დღეს სოლიდარობას გამოუცხადებენ და 3 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, დედები თითქმის ორი კვირაა შვილებისთვის წამალს ითხოვენ და  კანცელარიასთან ღამეებს ათენებენ, თუმცა ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მათი პროტესტის ხმა არ ესმის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი