მსვლელობა რუსთაველის მეტროდან მთავრობის კანცელარიისკენ - სტუდენტები დედების აქციას შეუერთდნენ

გამოქვეყნდა:

მსვლელობა რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ - სტუდენტები უკვე ინგოროყვას ქუჩაზე არიან. 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ დედებს, რომლებიც უკვე თითქმის 2 კვირაა კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. მშობლები მედიკამენტ ვოზორიტიდის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ იმისთვის, რომ მათ შვილებს მდგომარეობა შეუმსუბუქდეს. 

კანცელარიიდან კი აქციის ყველა მონაწილე ერთად გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან.

სოლიდარობის აქციას უერთდებიან პოლიტიკოსები, ექიმები, რიგითი მოქალაქეები და ყველა, ვინც თვლის რომ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო წამლის დაფინანსება მთავრობის პასუხისმგებლობაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი