პარლამენტთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების სოლიდარობის აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები მსვლელობით ისევ მთავრობის ადმინისტრაციასთან ბრუნდებიან.
დღევანდელ პროტესტს კი სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და საზოგადოებამ, რომლებიც აცხადებენ, რომ მთავრობამ დედების მოთხოვნები უნდა შეასრულოს და ბავშვების ჯანმრთელობისთვის საჭირო მედიკამენტი, "ვოზორიტიდი" ქვეყანაში შემოიტანოს.
დედები ამ მოთხოვნით უკვე 2 კვირაა კანცელარიასთან ღამეებს ათევენ და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.