"მთავარი არხის" ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 2 დღის წინ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ჯეირან მარღანია. მოკლული იპოვეს. მისი ცხედარი გაგრის გზაზე, ცენტრალური გზიდან 50 მეტრში ტყეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული ნახეს.
ჯეირან მარღანია გალში ცხოვრობდა. ის ძმასთან ერთად ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ჰქონდა ტურისტული კომპანია და სასტუმრო.
გავრცელებული ცნობებით, 33 წლის კაცი 2 დღის წინ, სავარაუდოდ, "აფხაზურმა დაჯგუფებამ" გაიტაცა. გატაცების დროს კი მას თან ჰქონდა დიდი რაოდენობით თანხა. სწორედ დიდი ოდენობით თანხა სახელდება მისი გატაცების სავარაუდო მიზეზად.
"მთავარის" ინფორმაციით, ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ე.წ. კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ემა გოგოხია