გუშინ, ღამით, ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სველი ზედაპირის გამო, მოცურდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული.