სტიქია იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე სოფელი, მათ შორის ნინიგორი, განათლება და ცოდნისკარი დააზარალა. დასეტყვილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი, ვენახი და ერთწლიანი კულტურა.
"ვენახი სულ გააცამტვერა, სულ ყველაფერი გაასწორა ადგილზე" - ამბობენ ისინი. დაზარალებული მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ სეტყვა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. ისინი შესაწამლი პრეპარატებით დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვენახს ვერც სამომავლოდ გადაარჩენენ.