თბილისის ნაწილს წყალი 12 საათით შეუწყდა | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია GWP ავრცელებს.

განცხადების თანახმად: 

  • სამგორის რაიონში, ორხევი, პეტრიწის ქ. N 2გ თან,  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 30/04 14:00-დან 01/05 02:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა:
    მუხაძის, კაკაბაძის და პეტრიწის ქუჩებს. (სრულად).

  • საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 158 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:30-დან 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა:
    აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ-ზე ტურბაზის დასახლებას,დავით აღმაშენებელის ხეივანი,შენ.158 , ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, პროფილაქტიკა- "სენა აუტო".

  • საბურთალოს რაიონში, ანა კალანდაძის ქ. N 3 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:00-დან 22:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ანა კალანდაძის ქ. N3. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი