ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, ის, სავარაუდოდ, 2 დღისაა. ცნობილია, რომ ბავშვი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს. 

დედის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ის ორსულობასაც მალავდა. 

ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯანმრთელია და ის ამ დროისთვის საავადმყოფოში შემოწმებებს გადის.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი