ზუგდიდში მიტოვებული ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, ქუჩაში ნაპოვნი ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ამბობენ, მან შემოწმების სრული კურსი გაიარა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ექიმების თქმით, ბავშვი გოგოა, წინასწარი მოკვლევით სავარაუდოდ 5 დღისაა და არის ნიშნები, რომ ის დედამ, მიტოვებამდე, ბუნებრივად გამოკვება.

რა გახდა მიტოვების მიზეზი უცნობია. დედა კი პოლიციას დადგენილი ჰყავს, თუმცა ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

ავტორი: ემა გოგოხია

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი