მორიგი დაუსრულებელი პროექტი თელავის მუნიციპალიტეტში. სოფელ ლალისყურში მოსახლეობა, ფატობრივად, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, მათ წყალი მხოლოდ გრაფიკით მიეწოდებათ.
სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 6 თვის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულება მხოლოდ მოსახლეობის პროტესტის შემდეგ დაიწყო.
სოფლის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
"6 თვის წინ დაიწყო ამ წყლის გაკეთება და დღესაც არ გვაქ წყალი. ათასნაირ მიზეზს ამბობენ, მარა მე ის ვიცი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო, იმიტომ რომ სოფელს წყალი არ აქვს და უწყლოდ არაფერი არ გვეშველება" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.