წამალი დაიდოს! | მტანჯველი ტკივილებისა და სამუდამო ზიანისთვის განწირული ბავშვები

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებს მტანჯველი ტკივილებისა და სამუდამო ზიანისთვის წირავს. წირავს, როგორც ჩანს, პირადი წყენისა და იმის გამო, რომ მათი მშობლები სათქმელს პირდაპირ ამბობენ და საკუთარი შვილების ჯანმრთელობასთან კომპრომისზე არ მიდიან. დღევანდელ წვიმაშიც კი ეს დედები კანცელარიასთან იდგნენ, და მიუხედავად არაერთი თხოვნისა, ცელოფნით დაეცვათ თავი წვიმისგან, პოლიციამ მათ ამისი უფლება არ მისცა.

სასოწარკვეთილ დედებს არ მისცეს იმედი. საკუთარ თავში, თბილ კაბინეტებში მოკალათებულმა ჩინოსნებმა, იმდენი ძალაც კი ვერ მონახეს, რომ ამ დედებისთვის ნუგეში მაინც ეცათ. ეს კი უკვე დიაგნოზია, იმ ხელისუფლების დიაგნოზი, რომელმაც სრულად დაკარგა ადამიანურობა და მორალური კომპასი. ყველაფერს დღეს "ქართული ოცნება" ელექტორალურ ჭრილში ატარებს და ყველა პრობლემა პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირებამდე დაჰყავს.

ბიუჯეტი მხოლოდ იმაზე უნდა დაიხარჯოს, რაც "ოცნებას" მოუტანს ბევრ ხმას, და 16 ბედნიერი ადამიანი, და ისიც ბავშვი, ვინც საარჩევნო ურნასთან 10-12 წლის შემდეგ მივა, მათთვის სათვალავში მისაღები არაა. თუკი სხვა მშობლები კანცელარიასთან მივლენ და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს სოლიდარობას გამოუცხადებენ, ე.ი. პოლიტიკა ამოძრავებთ - და არა ადამიანის სიცოცხლე. რადგან თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ალბათ ასე ზომავენ თავიანთ ნაბიჯებს.

აქონდროპლაზია დიაგნოზია, რომელიც ფიზიკური მახასიათებლებით გამოიხატება. ხელისუფლების უტიფარი გულგრილობა კი სულიერი დიაგნოზია, ეს დიაგნოზი კი გაცილებით მძიმეა!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი