ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის უფასო სასადილოების ტენდერებში 4-დან 3 გამარჯვებული კომპანია სანიტარული პირობების დაუცველობის ან ხელშეკრულების პირობების არასათანადო შესრულების გამო წარსულში დაჯარიმებული იყო.
როგორც ორგანიზაცია წერს, 2023 წელს თბილისში 42,188 ბენეფიციარის გამოსაკვებად 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.10 რაიონის ტენდერში, რომელთაგანაც თითოეული უკონკურენტო გარემოში წარიმართა, ოთხმა სხვადასხვა კომპანიამ გაიმარჯვა.
"4 კომპანიიდან 3 წარსულში დაჯარიმებულია სანიტარული პირობების დაუცველობის ან ხელშეკრულების პირობების არასათანადო შესრულების გამო.
სახალხო დამცველის თანახმად, ბენეფიციარებისგან ხშირია სასადილოებიდან მხოლოდ პურის გატანის შემთხვევები, რაც მათ შორის კვების ხარისხისა და გემოვნური თვისებებით არის გამოწვეული" - წერს ორგანიზაცია