აქცია ზუგდიდში - ბაზარში დასაქმებულები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის ბაზარში დასაქმებულები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქციას მართავენ. დილიდან მათ ბაზრის ყველა შესასვლელი კარი ჩაკეტეს და გზის გადაკეტვაც სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

აქციის მონაწილეების ნაწილი ამბობს, რომ მერიის თანამშრომლები გარემოვაჭრეებისგან თანხას იღებენ და გარე ვაჭრობის ნებართვას არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერაში "ცვლიან". მათი თქმით, მყიდველები ბაზარში აღარ შედიან, რადგან პროდუქტს, რაც მათ აქვთ გარემოვაჭრეებისგან ყიდულობენ.

აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას ითხოვენ.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი