რა, სად, როდის - რა ხდება ჭავჭავაძის გამზირზე

გამოქვეყნდა:

თბილისის ცენტრში მოძრაობა პარალიზებულია. დედაქალაქის ისედაც გადატვირთული გზების ფონზე, ჭავჭავაძის რეაბილიტირებულ გამზირზე მოძრაობის ახალი მარშრუტი, შევიწროებული საავტომობილო გზა და ე.წ კუნძულები, რომელიც გააფართოვეს, სატრანსპორტო კოლაფსის მიზეზი გახდა. 

ეს ხდება 1 აგვისტოს, არასამუშაო დღეს.

დილიდან მოქალაქეები Facebook-ზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ და წუხილს გამოთქვამენ შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსის გამო, ზოგიერთი მათგანი სახუმარო პოსტს ან ფოტოსაც აზიარებს. 

უცნაური არაა, რომ სიახლემ განსაკუთრებული უკმაყოფილება ვაკის მაცხოვრებლებლების დიდ ნაწილში გამოიწვია. 
 

 

 

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გასული წლის 4 მარტს შედგა. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად 3 თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე მეტი გაგრძელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი