Pia.ge-ს, Ambebi.app-ს, for.ge-ს, "იმედინიუსისა" და POSTV-ს წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ Pia.ge-ს, Ambebi.app-ს, for.ge-ს, იმედინიუსისა და POSTV-ს ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო. ქარტიას გიორგი ტაბატაძემ მიმართა. 

სადავო მასალები 2023 წლის 24 აპრილს გამოქვეყნდა. განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს და აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი