ძამის ხეობაში, სარკინეთთან, საავტომობილო გზაზე სასულიერო პირებმა სიჩქარის შემზღუდველი ბეტონის ბარიერები თვითნებურად მოაწყეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბარიერები ძალიან მაღალია და სტანდარტებში არ ჯდება.
"კვირაში რამდენიმე დღე ამ გზაზე მიწევს სიარული. ეს ბეტონის ბარიერები კი ძალიან მაღალზეა მოწყობილი. იქნება მოხერხდეს და ან მოშალოთ ან დაადაბლოთ" - განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მარიამ ქელეხსაშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე ითქვა ისიც, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია.
ფოტო: "მოზაიკა"