საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ადგილობრივებმა გამართეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში მატარებლის მოძრაობა თებერვლის შემდეგ, გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა. ნიქოზის მცხოვრებლების თქმით, მატარებელი მათთვის გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალება იყო, რადგან ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასური ერთ ლარს შეადგენდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ნიქოზის მიმართულებით მატარებლის მოძრაობის აღდგენას უახლოეს პერიოდში მოითხოვენ, წინაღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ.