დედები შვილების გადასარჩენად | აქციის მე-15 დღე კანცელარიასთან და მშობლები რადიკალური პროტესტის ზღვარზე

გამოქვეყნდა:

ორკვირიანი დუმილის შემდეგ, შვილების სიცოცხლისთვის მებრძოლ დედებს ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს. ზურა აზარაშვილმა დუმილი დაარღვია, თუმცა დახმარების ნაცვლად აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ისევ არ ამბობს, შეისყიდის თუ არა სახელმწიფო 12 ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ერთადერთ მედიკამენტს - "ვოზორიტიდს". დედების უწყვეტი აქცია კი მთავრობის კანცელარიასთან უკვე მე-15 დღეა გრძელდება.

შვილების გადასარჩენად დედები არ გამორიცხავენ პროტესტის რადიკალურ ზომებსაც მიმართონ. უცვლელი მოთხოვნა საჭირო წამლის შემოტანაზე ირაკლი ღარიბაშვილის წერილობითი ნებართვაა. ვადა ამისთვის მთავრობას 1 სექტემბრამდე აქვს მიცემული. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი