"ვითხოვს სუფთა და უსაფრთხო წყალს" - ამ მოთხოვნით დღეს, პირველ აგვისტოს ლაგოდეხში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქიცა გამართეს. ისინი უხარისხო სასმელ წყალს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მილები, რომლებშიც სასმელი წყალი მოედინება საკანალიზაცი მიზნებისთვისაა განკუთვნილი და ისინი ხმარებიდან უნდა ამოიღონ.
ადგილობრივები მოითხოვენ, რომ წყლის მრიცხველების დემონტაჟი მოხდეს. დღესვე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც წყალმომარაგების კომპანიასთან დავას სასამართლოში დაიწყებს.
მოდის აშკარად დაბინძურებული წყალი, საშინელ მდგომარეობაში ვართ, ვერ ვიხდით გადასახადს იმის გამო, რომ ძალიან ბევრი წყალი გვჭირდება, ტონა ღირს 50 თეთრი დღეში გვჭირდება იმდენი, რომ ვერ ავუვალთ და მთელი თვის მანძილზე ეს თანხა ძალიან ძვირი გვიჯდება, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აქციის მონაწილეები წყლის კომპანიისგან კომპენსაციას მოითხოვენ.
ავტორი: ია გულიაშვილი