ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში, სოფელ პატარა ფოთში - ავარიას 8 წლის ბავშვი და მისი 70 წლის ბაბუა ემსხვერპლნენ. ორივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა.
თვითმხილველების ცნობით, ბაბუა და დის შვილიშვილი ერთ ქუჩაზე, 150 მეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ. ბაბუას ბავშვი სახლში მიჰყავდა.
მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო. თავად ამბობს, რომ რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული და ავტომობილი მოუცურდა.
ბავშვისა და ბაბუის ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ხოლო მძღოლი ნარკოლოგიურში შემოწმებაზეა გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ემა გოგოხია