ჭავჭავაძის ლაბირინთები - კალაძის "მილანურ-სვეცკურ-ევროპული ახირება"

გამოქვეყნდა:

ეს არის დედაქალაქი მერის მილანურ-სვეცკურ-ევროპული ახირება - ასე აფასებს "ენმ"-ს წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ჭავჭავაძის გამზირის ლაბირინთებს.

ახალი სქემით მოძრაობამ დედაქალაქის ერთ ერთი ცენტრალური ქუჩის სრული პარალიზება გამოწვია. ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერიამ შესაბამისი სატრანსპორტო კვლევა არ ჩაატარა:

"​ამ გაუგებრობის აღება თავადვე მოუწევს, ან იტყვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა ვაკეში არაფერი არ იმოძრავებს იმიტომ რომ ავტომობილებით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, ან ამ გაჩერებების და კუნძულების დანგრევა მოუწევს და ეს მოხდა ერთადერთი რამის გამო, არანაირ სატრანსპორტო კვლევებს არ ეფუძნება. ეს არი დედაქალაქი მერის მილანურ-სვეცკურ-ევროპულ ახირება - ამბობს ხაბეიშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი