მთაწმინდაზე "კამაზმა" ორი მანქანა დაამტვრია და სახლის ეზოში შევარდა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა მთაწმინდის რაიონში- კამაზის შეჯახების შედეგად ორი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. როგორც "მთავარს" თვითმხილველებმა განუცხადეს, სავარაუდოდ კამაზის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ გაჩერებულ BMW-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა, ამის შემდგ კი სახლის ეზოში შევარდა. 

შემთხვევა რჩეულიშვილის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

mtavari.tv -ს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ კამაზის მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მომხდარზე კი გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი