მშობლების პროტესტის მე16 დღე - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ხვდებიან. შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის მიერაა ორგანიზებული.
"ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება ამ შეხვედრას და მე იმედი, მაქვს, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტრო გაუკეთებს იმდაგვარ შეთავაზებას მშობლებს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და სულ მცირე ის პროტესტის ფორმა, რაც აქვთ მათ არჩეული, იქნება ამ ეტაპზე შეჩერებული იმიტომ, რომ ადამიანურად ძალიან განვიცდი და ყველა ჩვენთაგანი ვადევნებთ თვალ-ყურს რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება ქუჩაში. რაღაცნაირად ეს საკითხი უნდა მოგვარდეს და აქ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლებას აქვს" ამბობს ლევან იოსელიანი
პარალელურად მშობლების ნაწილი ისევ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩება. დედები მათი შვილებისთვის ითხოვენ წამალს, რომელიც მათ შვილებს დაეხმარება ზრდაში და შეუმსუბუქებს გაუსაძლის ტკივილებს.
მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე დედები სახლში წასვლას არ აპირებენ.
დედები მოითხოვენ, მედიკამენტ ვოზორიტიდის ქვეყანაში შემოტანისთვის საჭირო პროცედურები 1-ელ სექტემბრამდე დასრულდეს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი