"ქუთაისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის", "ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება" "ქართული ოცნების" წევრს, გივი ჭიჭინაძეს გადაეცა.
აღნიშნული წოდება პირს ქუთაისის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით ეძლევა.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, 2021 წელს, გივი ჭიჭინაძის ჩართულობით "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მერად იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა, რომელმაც არჩევნების პირველი ტური წააგო. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, გივი ჭიჭინაძე და ბიძინა ივანიშვილი ახლო მეგობრები არიან.