საგანგაშოა, რომ 2023 წლის 02 - 09 მარტის პერიოდებში მედიის წარმომადგენლებზე სამართალდამცველები ძალადობდნენ - მედიაომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

”რუსული კანონის” მიღების იდეის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა მკაფიო ხელისუფლების ნება და გამოხატვის თავისუფლების საფრთხეები საქართველოში - ნათქვამია მედიაომბუდსმენის ანგარიშში, რომელიც 2023 წლის 02 - 09 მარტის პერიოდში ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს აღწერს.

დღეს, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება. 

"ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში ყოველთვის ემუქრებათ საფრთხე. საგანგაშოა, რომ მედიის წარმომადგენლებზე სწორედ სამართალდამცველები ძალადობდნენ 2023 წლის 02 - 09 მარტის პერიოდებში მედიის წარმომადგენლებს სამართალდამცველები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ისინი იყენებდნენ ისეთ ძალადობრივ  მეთოდებს, როგორიცაა: წიწაკის სპრეის სახეში შესხმა, წყლის ჭავლის დამიზნება,  გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა, ფიზიკური შეურაცხყოფა (ქამრებით გათრევა, სქროლის სროლა, ჩარტყმა თავის არეში, მხარზე კამერით მომუშავე ოპერატორების ცემა ზურგის არეში, წიხლის ჩარტყმა), სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება, დამამცირებელი მიმართვა, ძალადობის მუქარა), კამერაზე ხელის აფარება, იძულებით გაყვანა გადაღების ადგილიდან, პარლამენტის შენობიდან გაგდება  და სხვა.

მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევა დაფიქსირდა საქართველოს პარლამენტის შენობაშიც. დარღვევის ამ ფაქტებს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია
საგამოძიებო პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების დაზუსტებას

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების დაზუსტების მიზნით გამოთხოვილია როგორც ინცინდენტების ადგილების გარე კამერების ჩანაწერები, ისე 11 სატელევიზიო მაუწყებლის უწყვეტ რეჟიმში გადაღებული კადრები

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცველები ჯერჯერობით არ არიან გამოკითხული" ნათქვამია ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი