ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა [NDI] და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას "ცუდად" აფასებს.
NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.
კითხვაზე - გთხოვთ შეაფასოთ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა, გამოვლინდა, რომ გამოკითხული რესპონდენტების ხმები ასე განაწილდა:
- "ცუდი" - 48%
- "საშუალო" - 42%
- კარგი - 9%
- არ ვიცი - 1%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა [NDI] კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კითხვაზე- რამდენად დარწმუნებული ხართ, ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკური ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას?
2022 წლის დეკემბერში პასუხები ასეთი იყო: დარწმუნებული ვარ - 37%, არ ვარ დარწმუნებული - 51% არ ვიცი - 12%.
2023 წლის მარტში კი პასუხები ასე განაწილდა - დარწმუნებული ვარ 35%, არ ვარ დარწმუნებული - 50%, არ ვიცი - 15%.
NDI-ის კვლევაში, ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა
იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ.
კითხვაზე - თქვენს ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობაზე თუ დაფიქრდებით, 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები გაქვთ?
2022 წლის დეკემბერში პასუხები ასეთი იყო: მეტი - 22%, იგივე - 37%, ნაკლები - 39%, არ ვიცი - 2%.
2023 წლის მარტში კი პასუხები ასე განაწილდა - მეტი - 28%, იგივე - 35%, ნაკლები - 34%, არ ვიცი - 2%.
კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია ქვეყანაში. ამასთან, პასუხები სხვადასხვა დემოგრაფიული
ჯგუფის მიხედვით არ განსხვავდება.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.