საქართველოში ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, ყოველი მეექვსე
მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. 

კვლევის მიხედვითქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. 

კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? 

2022 წლის დეკემბერში გამოკითხული მოსახლეობის პასუხები იყო ასეთი: მოსალოდნელია - 20%, არ არის მოსალოდნელი - 76%, არ ვიცი - 4%. 

2023 წლის მარტში პასუხები ასე გადანაწილდა: მოსალოდნელია 15%, არ არის მოსალოდნელი - 82%, არ ვიცი - 3%.

NDI-ის ცნობით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. 

კითხვაზე - გყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და რეგულარულად უგზავნის ფულს თქვენს ოჯახს?

2019 წლის ივლისში გამოკითხული საქართველოს მოქალაქეები პასუხობდნენ: დიახ - 12%, არა - 86%, არ ვიცი - 1%. 

2023 წლის მარტში კი შედეგები ასე განაწილდა - დიახ - 16%, არა - 84%, არ ვიცი - 0%. 

ცნობისთვის, კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი