ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სხვა ჯგუფებთან შედარებით,ქართული ოცნების მხარდამჭერები ნაკლებად ხედავენ სარგებელს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში.
კითხვაზე - ამ ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით? [რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს]. "ქართული ოცნების" მხარდამჭერების - 17%, ოპოზიციის მხარდამჭერების - 10%, არ დაასახელა პარტია 73%.
- საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროანტანტიკური ინტეგრაციით [ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით] - "ქართული ოცნება" - 56%, ოპოზიცია - 81%, არ დაასახელა 70%
- საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე - "ქართული ოცნება" - 12%, ოპოზიცია - 11%, არ დაასახელა 6%
- არცერთს არ ვეთანხმები - "ქართული ოცნება" - 11%, ოპოზიცია - 3%, არ დაასახელა 8%
- არ ვიცი - "ქართული ოცნება" - 19%, ოპოზიცია - 5%, არ დაასახელა 15%
- უარი პასუხზე - "ქართული ოცნება" - 2%, ოპოზიცია - 0%, არ დაასახელა 1%.
კვლევის მიხედვით, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური
ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის.
კითხვაზე - რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაზე თუ ვსაუბრობთ თქვენი აზრით:
- საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები - 25%
- საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ისე უნდა დატოვოს როგორც არის - 30%
- საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები - 26%
- არ ვიცი - 16%
- უარი პასუხზე - 2%
ამასთან NDI-ის ცნობით, ქალები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას.
NDI-ის კვლევით, ახალგაზრდები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას.
კითხვაზე - რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაზე თუ ვსაუბრობთ თქვენი აზრით:
- საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები - [18-24 წლის ადამიანები] - 15%, [35-54 წლის ადამიანები] - 25%, 55+ ადამაინები - 34%.
- საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ისე უნდა დატოვოს როგორც არის - [18-24 წლის ადამიანები] - 32%, [35-54 წლის ადამიანები] - 30%, 55+ ადამაინები - 30%.
- საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები - [18-24 წლის ადამიანები] - 39%, [35-54 წლის ადამიანები] - 23%, 55+ ადამაინები - 18%.
- არ ვიცი - [18-24 წლის ადამიანები] - 13%, [35-54 წლის ადამიანები] - 19%, 55+ ადამაინები - 16%.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ქალები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას, ვიდრე კაცები.
კითხვაზე - რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაზე თუ ვსაუბრობთ თქვენი აზრით:
- საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები - კაცი - 31%, ქალი - 20%.
- საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ისე უნდა დატოვოს როგორც არის - კაცი - 31%, ქალი 30%.
- საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები - კაცი -22%, ქალი - 30
- არ ვიცი - კაცი 13%, ქალი 19%,
- უარი პასუხზე -კაცი 3%, ქალი 1%.
NDI -ის ცნობით, ოპოზიციის მხარდამჭერები, ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შედარებით, უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას. "ქართული ოცნების" მხარდამჭერების - 17%, ოპოზიციის მხარდამჭერების - 10%, არ დაასახელა პარტია 73%.
- საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები- "ქართული ოცნება" - 39%, ოპოზიცია - 26%, არ დაასახელა 22%
- საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ისე უნდა დატოვოს როგორც არის - "ქართული ოცნება" - 31%, ოპოზიცია - 15%, არ დაასახელა 32%
- საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები - "ქართული ოცნება" - 15%, ოპოზიცია - 49%, არ დაასახელა 26%
- არ ვიცი - "ქართული ოცნება" - 12%, ოპოზიცია - 8%, არ დაასახელა 18%
- უარი პასუხზე - "ქართული ოცნება" - 3%, ოპოზიცია - 2%, არ დაასახელა 2%.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.