"გარემო სულ უფრო მტრული ხდება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის" - RSF-ის მონაცემებით საქართველო 77-ე ადგილზეა

გამოქვეყნდა:

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ [RSF] 2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს" აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, სარეიტინგო სიაში საქართველო 180 ქვეყანას შორის 61,69 ქულით 77-ე ადგილზეა. 2022 წლის საქართველო 89-ე პოზიციაზე იყო და 59,3 ქულა ჰქონდა.

"ოფიციალური პირების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. გარემო სულ უფრო მტრული ხდება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის და ქვეყანაში 2021 წელს ჟურნალისტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რიცხვი დაფიქსირდა",- ასე აღწერს საქართველოში არსებულ მედიაგარემოს არასამთავრობო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. 

ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ მოლდოვა პრესის თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, 28- ე ადგილზეა და მას 77, 62 ქულა აქვს მინიჭებული. 2022 წელს მოლდოვას 73.47 ქულა ჰქონდა და ამ მონაცემით ქვეყანა მხოლოდ 40-ე ადგილას იყო. 

რაც შეეხება უკრაინას, ამ სარეიტინგო სიაში ის 61.19 ქულით 79-ე ადგილზეა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასულ 2022 წლის უკრაინას მხოლოდ 55.76 ქულა ჰქონდა და სიაში 106 პოზიციას იკავებდა. 

2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემების თანახმად, პირველი ხუთეული ასეა განაწილებული: ნორვეგია, ირლანდია, დანია, შვედეთი, ფინეთი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი