თეთრი ქვების ბიზნესი | კალაძის არშემდგარი პროექტი და ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯული 3 მლნ

გამოქვეყნდა:

კახა კალაძის მორიგი არ შემდგარი პროექტი და ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯული 3 მილიონი. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გზატკეცილზე გამწვანების სამსახურის თანამშრომლები გზის გამყოფ ზოლს ასუფთავებენ. ამ ადგილას 2 წლის წინ კახა კალაძემ 3 მილიონ ლარად ნაყიდი დეკორატიული თეთრი ქვები დაყარა. თუმცა, ძვირადღირებული ქვები გაშავდა და სარეველა ბალახით სრულად დაიფარა.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იძულებულნი არიან, 9 კილომეტრიანი ზოლი ბალახისგან ხელით გაწმინდონ. თავის დროზე კი თბილისის მერია ტრენდული თეთრი ქვების ყიდვის გამო სკანდალში გაეხვა, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ის ამერიკის მიერ დასანქცირებული ირანული კომპანიისგან შეიძინა.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი