"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთში 80 წელს გადაცილებული ქალი ხიდიდან გადავარდა. ქალის ცხედარი დილით იპოვეს.
სავარაუდოდ, ქალს ფეხი დაუცდა და მდინარე ნატანებში გადავარდა, თუმცა არ გამოირიცხება სუიციდის ვერსიაც. შემთხვევამდე ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.