პაციენტი „ლუქს“ პალატაშია და იქ რკინის მაგიდა არ დგას, გონების კარგვა არ ყოფილა - ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

პაციენტი „ლუქს“ პალატაში იმყოფება და რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას- აცხადებს კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის გონების კარგვის მორიგ ეპიზოდზე წერს. ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდს არ ადასტურებს.

"რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს პაციენტის გადმოცემით ვიცით. როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება, არც საშუალო მედპერსონალის და არც ექიმის მიერ. საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმებმა. როგორც მორიგე პერსონალი გადმოსცემს, გონების კარგვა არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით გონების კარგვა იყო. ამიტომ, მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. რაც შეხება რკინის მაგიდას, პაციენტი „ლუქს“ პალატაში იმყოფება და რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას, იმ სივრცეში არ არის. გარეგანი დათვალიერებით არავითარი დაზიანების კვალი არ არის, არ ეტყობა. მაგრამ კანონიერად ხდება ვიდეოს ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კამერები და შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ჩხაიძის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სასიცოცხლო მაჩვენებლები არ შეცვლილა და ნორმის ფარგლებშია. 

კითხვაზე, გაავრცელებს თუ არა კლინიკა „ვივამედი“ ამ კადრებს, ზურაბ ჩხაიძემ განმარტა, რომ ეს მათზე არ არის დამოკიდებული.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი