ჯანდაცვის სამინისტროში ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, რომელსაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები დაესწრებიან. უწყვეტი პროტესტის მონაწილე დედები ამბობენ, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ელოდებიან კონკრეტულ შედეგსა და პასუხს, როდის შემოიტანს სამინისტრო ქვეყანაში მედიკამენტ "ვოზორიტიდს". მშობლები აცხადებენ, რომ 1-ე სექტემბრამდე ყველა გაიდლაინის გაწერა უნდა მოხდეს და ეს დრო საკმარისია იმისთვის, ქვეყანაში წამლის შემოტანა დაიწყოს.
იქამდე კი დედებმა მთავრობის კანცელარიასთან უკვე მე-18 ღამე გაათენეს. იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის სიტყვიერ დაპირებებს ისინი არ ენდობიან, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ოფიციალური დოკუმენტი არ იქნება, სადაც ვოზორიტიდის ჩამოტანის გადაწყვეტილება იქნება გაფორმებული.