იქნებ ვინმემ მითხრათ რა უნდა გავაკეთო, კიდევ რომ მომანიჭონ ეს მ ო ქ ა ლ ა ქ ე ო ბ ა, ნუთუ არა მარტო მე არამედ მთელ საინგილოს, რით ვერ დამივსახურე(თ) ბოლო ბოლო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავხდე(თ) ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე(ები)? - ამ შინაარსის პოსტს მოქალაქე ნიკოლოზ ყიყიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ნიკოლოზ ყიყიშვილი წერს, რომ თბილისში საინგილოდან ჩამოვიდა და უკვე 10 წელია ეროვნებით ქართველი საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს, თუმცა ამ თხოვნაზე უარი უკვე რამდენჯერმე მიიღო.
"შეუძლებელია, უყურადღებოდ დატოვო, ის პროცესი რაც მინდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ზოგისთვის შეიძლება უმნიშვნელოა, მაგრამ ჩემთვის ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საკითხი, რომლისთვისაც 10 წელია ვიბრძვი და დამერწმუნეთ არანაკლები პატრიოტი ვარ და არანაკლებად მიყვარს საქართველო.
იქნებ ვინმემ მითხრათ რა უნდა გავაკეთო, კიდევ რომ მომანიჭონ ეს მ ო ქ ა ლ ა ქ ე ო ბ ა, ნუთუ არა მარტო მე არამედ მთელ საინგილოს, რით ვერ დამივსახურე(თ) ბოლო ბოლო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავხდე(თ) ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე(ები)??????????????
პარლამენტის რეკომენდაციით კი დღე მომივიდა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, იუსტიციის სახლში არა ერთხელ შევხვდი ადამიანებს და ის პირობაც წავუყენე, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოვიხდიდი მაგრამ უშედეგოდ, არანაირად არ ჩანს გვირაბის ბოლოს სინათლე.
ეროვნებით ქართველი, სახელი და გვარი ქართული, ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც, კიდევ რა უნდა ამ ქვეყანას რა უნდა გავაკეთო, რომ დავიმსახურო????????? ადამიანები უარს ამბობენ საქართელოს მოქალაქეობაზე არაერთი ვიცი და უაზროდ გასცემენ მოქალაქეობას საერთოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, იმათთვის თუ შეიძლება მე რატომ არ შემიძლია მიღება???????
საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ:
მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები:
1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება:
ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. 2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. 3.ნატურალიზაციის სახეებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება.
მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება.
მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება
დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მომივიდა შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე, იმის თაობაზე, რომ კიდევ უარი მეთქვა საქართელოს მოქალაქეობაზე, სამი პრემიერ-მინისტრის, ორი პრეზიდენტის და იუსტიაცას აღარ დავითვლი შედეგი საბოლოოდ უარყოფითია. ამ შეტყობინებამ სააბოლოოდ დამარწმიუნა, რომ ამ ქვეყანაში არც სამართალია და არც ღირს ცხოვრება, ევროპაში უცხოეთის მოქალაქეები ხუთ წელში ამერიკაშ 7 წელში იღებენ მოქალქეობას მაგრამ აქ საქართველოში, საკუთარ სისხლს და ხორცხს უარს ეუბნებიან.
ყველანაირი იმედი ამოწურულია
სასწრაფოდ წასვლაა საჭირო ამ ქვეყნიდან და ამ გადაწყვეტილებაში დამეხმარა სწორედ ეს დოკუმენტი რაზეც მომივიდა უარი.
მადლობა დაფასებისთვის ამ ქვეყანას",- წერს Facebook-ზე.