სალომე ზურაბიშვილი ლონდონში, ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება - ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი