ორთაშენში, განადგურებულ ძეგლზე რეპორტაჟის გამო, სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს ახსნა-განმარტება ჩააბარებინეს

გამოქვეყნდა:

"ადგილობრივი ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ამზადებდა სოფელ ორთაშენში განადგურებულ ისტორიულ ძეგლზე რეპორტაჟს... მღვდელმა როგორ ბედავთ გადაღებასო  ახლა პოლიციას ვიძახებო... მართლა გამოცხადნენ სამართალდამცველები და ჟურნალისტებს ახსნა-განმარტება ჩააბარებინეს", - წერს სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი.

მისივე ინფორმაციით, ჟურნალისტები ხვალ, ვარიანის პოლიციაში არიან დაბარებულები.

"ადგილობრივი ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ამზადებდა სოფელ ორთაშენში განადგურებულ ისტორიულ ძეგლზე რეპორტაჟს. 

გამოუვარდათ მღვდელი, როგორ ბედავთ გადაღებას ნახეთ რა გიქნათ ახლა პოლიციას ვიძახებო. 
ჰოი საოცრებავ, მართლა გამოცხადნენ სამართალდამცველები და ჟურნალისტებს ახსნა-განმარტება ჩააბარებინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia, ხომ კარგად გყავთ აქაური თქვენი თანამშრომლები, აბა მოიკითხეთ.

პ.ს. ხვალ ვარიანის პოლიციაში უნდა მოხვიდეთ დამატებით კითხვებზე პასუხების გაცემის მიზნითო" - წერს გიორგი ახალკაცი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი