ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, სადახლო-თბილისის ავტომაგისტრალზე, მარნეულთან ერთმანეთს "ფორდისა“ და "მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად "მერსედესის" მარკის ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.