ხმაური ზუგდიდის მერიასთან - ბაზარში დასაქმებულები და გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ხმაურია იყო ზუგდიდის მერიასთან. ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მერთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი განმარტებით, აქციით ცდილობენ აიძულონ მერიის ზედამხედველობის სამსახური აკრძალონ გარე ვაჭრობა. ისინი ამბობენ, რომ მყიდველები პროდუქტს გარეთ ყიდულობენ, შესაბამისად ისინი შემოსავლის გარეშე რჩებიან.

პარალელურად მერიის წინ საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან გარე მოვაჭრეები, რომლებიც ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართის გამოყოფას ან დროებით გარე ვაჭრობის ნებართვას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ვერ შეძლებენ გადასახადების გადახდას.

გუშინ მათ მიიღეს გამაფრთხილებელი წერილი, რომლითაც მერია გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"გუშინ დაგვირიგეს ეს ნაფლეთი, სადაც უნდა აიკრძალოს გარე ვაჭრობა. სახელმწიფო არ არის ძლიერი, რომ გარე ვაჭრობა აიკრძალოს, კი ბატონო, არ არის ლამაზი, მაგრამ მე ჯერ ჩემი შვილები, ჩემი შვილიშვილები უნდა დავაკმაყოფილო სახლში რომ წავიღო საჭმელი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს მერი არ შეხვედრიათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი