კახელმა ფერმერებმა სოფელ ჩალაუბანთან, ბაკურციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გასულ წელს მოყვანილი ხორბლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ და დახმარებას ხელისუფლებას უკვე 2 თვეა სთხოვენ.
ფერმერების თქმით, მათი პრობლემის მთავარი მიზეზი ხელისუფლების მიერ ექსპორტის აკრძალვა და რუსეთიდან დაუბეგრავი ფქვილის შემოტანაა. ისინი მთავრობის წარმომადგენლებს პრობლემის მოგვარებისთვის 10 მაისამდე აძლევენ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მწვავე და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
პროტესტის ნიშნად დემონსტრანტებმა ადგილზე ერთი ხორბალიც მიიტანეს და დაყარეს.
ავტორი: ია გულიაშვილი