სოფელ ნაქალაქევში 30 წლამდე ასაკის კაცს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში 30 წლამდე კაცს ეძებენ, - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს და წერს, რომ კაცი ძროხების სამწყემსად სახლიდან დღეს დილით გავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა.  ახლობლები მასთან დაკავშირებას რამდენიმე საათია ვერ ახერხებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ერთ–ერთი ვერსიით, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ, კაცი მტკვარში ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლისას ჩავარდა. სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო მონაცემებით, ადგილობრივებმა  მტკვრის ნაპირზე, თმოგვსა და ვანისქვაბების დამაკავშირებელ გზაზე დაკარგული კაცის ჩანთა იპოვეს. 

ფოტო :  [ სამხრეთის კარიბჭე]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი