უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ზურაბ ოდიშვილს სამშობლოში 6 მაისს, 04:25 საათზე ჩამოასვენებენ.
ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველი გმირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეწირა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 26 აპრილს გავრცელდა.
ზურაბ ოდიშვილი კავკასიური ლეგიონის წევრი იყო.