საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავს - ღონისძიებებს ევროკავშირის ელჩი შეუერთდა

გამოქვეყნდა:

საქართველო ევროპაა -  დღეს ჩვენი ქვეყანა ევროპის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღს კი პოლიტიკური პატიმრებით, განუხორციელებელი დემოკრატიული რეფორმებითა და დაუსრულებელი პოლარიზაციით ვხვდებით.

ამ ყველაფერს ემატება ხელისუფლების უპრეცედენტო ანტიდასავლური პროპაგანდაც, თუმცა საზოგადოების უმრავლესობის ნება ურყევია. საზოგადოებრივი გამოკითხვებითაც დასტურდება, რომ მოქალაქეების 89%-ის უალტერნატივო არჩევანი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.

30 წელზე მეტია ევროკავშირი საქართველოს მტკიცე და ერთგული პარტნიორია, აფინანსებს სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს. ჩვენ ქვეყანას ეხმარება ინსტიტუციურ გაძლიერებაში. დღევანდელ დღეს საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ევროპის წევრი და პარტნიორი ქვეყნები აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. 

წერეთლის საგამოფენო სივრცეში იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა. 

"70 წლის წინ ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს გაერთიანება საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, ამიტომაც აღვნიშნავთ ევროპის დღეს",- თქვა ჰერჩინსკიმ. 

დღეს ევროკავშირის ელჩი გეგმავს, რომ შეხვდეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. გაიმართება დისკუსიებიც. უცნობია შეუერთდებიან თუ არა ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს "ქართული ოცნების" წევრები. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი