ქუთაისში პრესის სახლის შენობაში ხანძარი იყო, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ რუსთაველის გამზირზე N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა.
პრესის სახლის ყოფილი შენობა 3 145 000 ლარად ფიზიკურმა პირმა მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.