ბათუმში, აეროპორტის გზაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 60 წლამდე კაცი დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.